ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან“ საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა.
„ვულოცავ „მილანს“ ნახევარფინალში გასვლას. ასევე ვულოცავ ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის სამყაროში შესანიშნავ მოგზაურობას. ორი თამაშის ჯამში თუ შევაფასებთ ამ დაპირისპირებას, ურიგოდ არ გვითამაშია. სამწუხაროდ „მილანთან“ მატჩებს პრობლემებით შევხვდით – გვყავდნენ ტრავმირებული და ასევე სანაკრებო პაუზის შემდეგ გადაღლილი ფეხბურთელები.
გული დაგვწყდა, რომ მეოთხედფინალური ბარიერი ვერ გადავლახეთ, თუმცა მთლიანობაში ჩემპიონთა ლიგაში ურიგოდ არ გამოვსულვართ, ცუდად დღესაც არ გვითამაშია. ჩვენი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გამოუცდელობაც იყო.
რაც შეეხება ლოსანოსთან უხეშობისთვის არდანიშნულ პენალტს. აშკარა დარღვევა იყო, ლეოამ ბურთთან შეხებამდე ლოსანოს ფეხში მოარტყა და პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო, მიმაჩნია, რომ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმებაც შეიძლებოდა.
იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ იმედია, სკუდეტოს მოგება ამ საღამოს დაგვავიწყებს და გვაჩუქებს იმ ბედნიერებას, რომელსაც ვიმსახურეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წელი ჩვენთვის არაჩვეულებრივი იყო.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
