„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.
გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა.
„ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“ ნახევარფინალში თამაში, მაგრამ „ბენფიკაც“ ძლიერია,“ – ციტირებს ტომორის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩში 43-ე წუთზე „მილანის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ რაფაელ ლეუს გადაცემით გახსნა ანგარიში. 90-ე წუთზე კი „ნაპოლის“ საპასუხო გოლი ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.





