შოთა მიშველაძე ევროპის ჩემპიონიაერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე ჩემპიონი შოთა მიშველიძე გახდა.

61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულადაც მოიგო. ატაცში მიშველიძემ სამივე ცდა გამოიყენა და 136 კილოგრამით პირველი მედალი მოიპოვა. შოთას არც ორჭიდის ოქრო უნდა გასჭირვებოდა, რადგან უახლოეს კონკურენტ იტალიელ სერჟიო მასიდას 6 კილოთი უსწრებდა.

მესამე ცდაზე იტალიელმა გაიბრძოლა და 262 კილოგრამი დასძლია. ახლა უკვე ოქროსთან ახლოს იტალიელი იყო, მაგრამ მიშველიძემ იყოჩაღა, იგივე წონა დაძლია და ერევანში ქართული ჰიმნი ააჟღერა.

ამავე წონაში გოდერძი ბერდელიძემ ატაცშიც, აკვრაშიცა და ორჯიჭიდის ჯამში მეოთხე შედეგი აჩვენა.

ოთხკილოგრამიანი უპირატესობით მოიგო ატაცი რამინ შამილიშვილმა (55 კგ.). თუმცა, ეს უპირატესობა აკვრაში ვერ შეინარჩუნა, სადაც ერთი წონა ვერ დასძლია და ორჭიდის ჯამში 249 კგ-ით მხოლოდ ვერცხლი მოიპოვა. ბულგარელმა ჩემპიონმა ანგელ რუსევმა ევროპირველობა 250 კგ-ით მოიგო.

ძალოსნობა: შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო