Azerbaijani flag burned during opening ceremony of European Weightlifting  Championship in Armenia - AZERTACერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი სკანდალით დაიწყო.

სომხეთის დედაქალაქში აზერბაიჯანის ნაკრებიც გამოდის, ხოლო გახსნის ცერემონიაზე მათი დროშა დაწვეს.

როდესაც გახსნის საღამოზე აზერბაიჯანის წარდგენის დრო მოვიდა, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა ატყდა, ხოლო გოგონას, რომელიც აზერბაიჯანს წარადგენდა, ტურნირზე აკრედიტირებული ადამიანი მივარდა, დროშა გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა.

დაცვის სამსახურმა თავდამსხმელი იქაურობას გაარიდა, დროშა კი ახლით შეიცვალა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხები პირობის დარღვევაში დაადანაშაულა.

მასპინძელ მხარეს აზერბაიჯანელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებული გარანტიები ჰქონდა მიცემული, უსიამოვნო ამბის აცილება კი, პირველ დღეს ვერ მოხერხდა.

წილი
წინა სტატიამარიო რუი და მისი კონტრაქტი
შემდეგი სტატიაკასპიი ჩვენებმა დატოვეს…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...