Кахабер ЦХАДАДЗЕ: Хотелось бы возглавить амбициозный азербайджанский клубყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

„გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა)

ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და 4 გოლი გაიტანა და 13 გაუშვა – გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

ისიც ცნობილია, რომ ცხადძე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა იგორ ანგელოვსკიმ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ „კასპიის“ შემადგენლობაში ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია თამაშობენ, მწვრთნელის თანაშემწე კი გიორგი ჩიხრაძე გახლდათ.