„ნაპოლი” და მისი გულშემატკივარი მიმდინარე სეზონში ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამ ფონზე უჩვეულოდ გამოჩნდა დაპირისპირება, რომელმაც ბოლო პერიოდში ბილეთების გაძვირებასა და სტადიონზე შესვლის წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით იჩინა თავი. იტალიური მედია ხშირად იმეორებს მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის სიტყვებს, რომ თუკი ქომაგები პროტესტის ნიშნად გუნდს „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაშიც არ დაუჭერენ მხარს (როგორც ეს იმავე „მილანთან” ჩემპიონატის შეხვედრაში მოხდა), ის პირდაპირ სტადიონიდან წავა სახლში. და ასეთ დროს, გავრცელდა ახალი ცნობა, რომ ნეაპოლის პრეფექტურის გადაწყვეტილებით კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ესკორტი მიამაგრეს. მიზეზი? დე ლაურენტისს ულტრასების ზოგიერთ ჯგუფთან ურთიერთობა დაეძაბა.

ულტრასები გაბრაზდნენ, რომ მათთვის გამოყოფილ სექტორებში დოლების, დროშების და ბანერების შეტანა გართულდა. კლუბმა საამისოდ ავტორიზაციის გავლა მოითხოვა.

როგორც ამბობენ, ვითარება დღეს „ვერონასთან” და სამშაბათს „მილნთან” შეხვედრებში შეიძლება მოწესრიგდეს, მაგრამ ეს დე ლაურენტისისთვის არაფერს ცვლის — მან თავის ქალაქში, მშობლიურ სტადიონზე ესკორტის თანხლებით უნდა იაროს.

Get Napoli Tickets on Twitter: "Stadio San Paolo's FAQ: Q: I don't know the  chants, can I go in the Curva? A: Absolutely! Napoli's Curva A and B are  huge stands, each