ოთხშაბათს, „სან სიროზე”, „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის დროს მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა. მასზე ეწერა: Via Raffaele Stasi 40/46 (Na).
რას ნიშნავს ეს? ეს გახლავთ საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელის Acqua e soap (წყალი და საპონი) ნეაპოლური მისამართი. ბანერის გამოფენით ამპარტავანმა ჩრდილოელებმა სამხრეთელებს კიდევ ერთხელ უწოდეს დაუბანელები. ეს გახლავთ თემა, რომლის გამოც ნეაპოლელებსა და ჩრდილოეთელებს შორის ბევრი დაპირისპირება მომხდარა.
ცხადია, ბანერმა სოციალური ქსელები წუთში მოიარა.