Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli reacts during the quarter final first leg UEFA Champions League match AC Milan vs Napoli at San Siro Stadium in...გავეცნოთ, როგორ შეაფასა სხვადასხვა იტალიურმა პორტალმა და გაზეთმა „მილანისა” და „ნაპოლის” ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში.

ილ მატინო – 5.5 

შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ გოლი რომ გაეტანა და ბურთი სიმონ კიაერს კარის ხაზიდან არ გამოეგდო, ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა. კვარაცხელია აქტიურობდა, მაგრამ მკვეთრად ვერ ითამაშა. დიდი ბოლი დააყენა, ცეცხლი კი ამ ბოლს ძალიან ცოტა ახლდა. მის მეურვეს, დავიდე კალაბრიას პრობლემა არ შექმნია.

calciomercato — 6 

შეხვედრის სულ რაღაც მეორე წუთზე გოლის გატანის დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ მილანელთა დაცვა კედლად აღიმართა და ეს შესაძლებლობა განიავდა. და მაინც, თუკი „ნაპოლი” პერიოდულად გაიბრწყინებდა, მისი დამსახურება იყო.

tuttonapoli — 6 

ის „ნაპოლის” თავდასხმაში ყველაზე სახიფათო გახლდათ. ალბათ, შემტევთა ტრიოში ერთადერთი იყო, ვინც მთელს სტადიონს აღელვებდა მაგრამ ორი ნაბიჯიდან ჩაფლავდა. გოლი რომ შეეგდო, შეხვედრის ბედი მთლიანად შეიცვლებოდა. მართალია, „მილანი” მას ორი კაცით დასდევდა, მაგრამ ის მაინც პოულობდა გზებს, რომ თანაგუნდელებისთვის თამაშის გამწვავების შესაძლებლობა მიეცა. მეორე ტაიმში გუნდი ფაქტობრივად მხოლოდ კვარაცხელიაზე თამაშობდა და შესაბამისად მისი მოქმედებებიც მისახვედრი გახდა.

calcionapoli24 — 6 

თამაშის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ მან გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. როდესაც ცენტრში შედიოდა, თანაგუნდელებთან დიალოგს ითხოვდა, ხოლო ფრთაზე ორი მეურვე ედგა. 50-ე წუთზე წამი იხელთა და ელმასს თავურის დასარტყმელად შესანიშნავი პასი ჩააწოდა. ათი წუთის შემდეგ შეიძლებოდა გამწვავების კარგი შესაძლებლობა მისცემოდა, მაგრამ დასცეს.

calcionapoli1926 — 6 

მას მთელი შეხვედრის გამავლობაში ფეხებში ურტყამდნენ. ცდილობდა გუნდის თამაში შეეცვალა, მაგრამ მარტო იბრძოდა.