35 წლის ტუნისელმა ფეხბურთელმა ნიზარ აისაუიმ, კაირუანის მუჰაფაზას ანუ გუბერნიის ქალაქ ჰაფუზის პოლიციის შენობის წინ თავი დაიწვა. დაზარალებული თავიდან ჰოსპიტალ „აგლაბიტიში”, იქიდან კი ბენ არუს დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თვითმკვლელობის მცდელობამდე აისაუიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წერდა, რომ მას ტერორიზმში უსამართლოდ დასდეს ბრალი. ისტორიას ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ საქმეში გარეულია მავანი ბანანებით მოვაჭრე, რომელთანაც ფეხბურთელს კონფლიქტი მოუვიდა.

ნიზარ აისაუი თამაშობდა „უნიონ სპორტიფ დე მონასტირში”, „ელ გაუეფელში”, „ჯერიდეტ ტოზეურსა” და „ესპოირ სპორტიფში”.

بالفيديو: الاعب السابق نزار العيساوي يضرم النار في جسده عالمباشر.. وهذه  الرسالة التي وجهها !