Chelsea are gunning for English wonderkid Jude Bellingham„ლივერპული“ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემისთვის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ინგლისური კლუბი შუახაზელის შეძენას მაღალი სატრანსფერო ფასის გამო აღარ გეგმავს. ტრანსფერი 120 მილიონ ევროზე მეტი დაჯდებოდა, რაც გუნდის ზაფხულის ბიუჯეტის დიდი ნაწილია.

სამაგიეროდ, „ლივერპული“ ყველა ხაზის გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მხარს უჭერს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის გაძლიერებაზე მუშაობის შედეგები რაც შეიძლება ადრე გამოჩნდეს და, შესაბამისად, მენეჯერებს არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ხანგრძლივ ბრძოლაში იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც, შესაძლოა ბუნდესლიგაში კიდევ ერთი წლით დარჩეს.

ბელინგემის შეძენის პრეტენდენტებს შორის მანამდე ასევე დასახელდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, პსჟ, მადრიდის „რეალი“ და „ჩელსი“.

 

წილი
წინა სტატიასტუმარი ფინჯან ყავაზე…
შემდეგი სტატიაშეფასებები: ის გოლი რომ გაეტანა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...