თუ ნეაპოლში ვინმე სძულთ, ეს „იუვენტუსია” და ამიტომაც ანგარიშობენ არის თუ არა თეორიული შანსი იმისა, რომ „აძური” მაინცდამაინც ტურინში გახდეს ჩემპიონი. როგორც ირკვევა ასეთი შანსი არსებობს. „ნაპოლი” „ბებერ ქალბატონთან” 23 აპრილს თამაშობს და ის ამ დღეს ანუ სეზონის დამთავრებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონი გახდება თუ შემდეგ ორ შეხვედრას („ვერონასთან” და „იუვენტუსთან”) მოიგებს, „ლაციო” კი სტუმრად „სპეციასთან” და შინ „ტორინოსთან” დამარცხდება.
გარდა ამისა, „რომამ” „უდინეზესთან” ან ატალანტასთან” ფრედ მაინც უნდა ითამაშოს.
სერია A-ს რეკორდი სკუდეტოს სეზონის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონობა გახლავთ.






