Napoli celebrate after the own goal Antonino Gallo of US Lecce during the Serie A match between US Lecce and SSC Napoli at Stadio Via del Mare on...რა იპყრობს ყურადღებას სერია A-ს ცხრილში 29 ტურის შემდეგ? „ილ მატინოს” აზრით ეს ლიდერთა სამეულია: „ნაპოლი”, „ლაციო” და „რომა”. სამივე გუნდი იტალიის ცენტრალური სამხრეთიდან არის. გაზეთი ამას „თითქმის ისტორიულ მომენტს” უწოდებს.

გეოგრაფია გეოგრაფიად და ლიდერთა შორის არც „მილანია”, არც „ინტერი” და არც „იუვენტუსი”. საბოლოო ცხრილში დიდი ტრიოს წარმომადგენელი ბოლოს, 1941-42 წლების ჩემპიონატში ვერ მოხვდა. მაშინ პირველ ადგილზე „რომა” გავიდა, მეორეზე „ტორინო” (მაინც ჩრდილოეთი) და მესამეზე „ვენეცია”.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” ისტორიაში მესამე სკუდეტოსთან არის ახლოს. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მდევარს 16 ქულით უსწრებენ.

როდესაც „ნაპოლი” ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს, სკუდეტოების რაოდენობით „რომას” დაეწევა. რომაელებმა სკუდეტო ბოლოს 2000-01 წლების სეზონში მოიგეს, როდესაც მოედანზე ფრანჩესკო ტოტი სჩადიოდა სასწაულებს, გუნდს კი სათავეში ფაბიო კაპელო ედგა.

„ლაციო” ორჯერ გახლდათ იტალიის ჩემპიონი —  1973–74 და 1999–2000.