„თელავში“ კიდევ ერთი ახალწვეულია – გუნდში კოჯო ალფონსი ჩაირიცხა.

„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 29 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი კოჯო ალფონსი დაიცავს. ის გუნდში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის განცახდებაში.

კოჯო ალფონსიმ კარიერა სამშობლოში, კლუბ „სტად აბიჯანში“ დაიწყო, 2011 წლიდან პორტუგალიაში გადავიდა და ითამაშა „შავეშში“, „მირანდელაში“, „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუსა“ და „ფეირენსეში“.

2018-2021 წლებში „არარატ-არმენიაში“ თამაშობდა, სადაც ორჯერ სომხეთის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ კი სომხეთის თასი და სუპერთასი მოიგო. ამის შემდეგ კოჯომ ერთი სეზონი ყაზახეთის „თარაზში“ გაატარა, ბოლოს კი „ალაშკერტში“ გამოდიოდა.

წილი
წინა სტატიაროგორ შეაფასეს კვარა
შემდეგი სტატიასარი: წინ კიდევ 27 ქულაა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...