Khvicha Kvaratskhelia of Ssc Napoli during the Serie A match between Us Lecce and Ssc Napoli on April 7, 2023 stadium ''Ettore Giardiniero'' in...იტალიურ მედიაში ძალიან უყვართ ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებისთვის ნიშნების დაწერა და მათი თამაშის ორიოდ სიტყვით შეფასება. იგივე მოხდა „ლეჩესა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. თავისი შეხედულება არაერთმა პორტალმა დააფიქსირა. ჩვენ შევეცადეთ ერთად შეგვეკრიბა ის აბზაცები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსა და მის შეფასებას ეხებოდა.

calciomercato — 5.5 

პირველ ტაიმში მისგან ნაპერწკალი ვერ ვნახეთ. მეორე ტაიმში უფრო მოინდომა, მაგრამ საკმარისი არ იყო.

ilmattino — 6

როგორც კი ის ბურთს მიიღებდა, ფრანგები ვალენტინ გენდრი და რენე უდინი მჭიდროდ მეურვეობდნენ. ამის მიუხედავად, კვარაცხელიას ბურთი ფაქტობრივად არ დაუკარგავს. ჩვენ მისგან რასაკვირველია ჯადოქრობას ველოდით, რაც ვერ ვნახეთ, მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა სივრცესა და შესაძლებლობას, ესა თუ ის მანევრი რომ გაეკეთებინა. შეხვედრის ბოლო წუთებში ცენტრალური თავდამსხმელის როლში მოგვევლინა.

areanapoli — 6.5 

როდესაც ბურთი მას აქვს, გეუფლება შეგრძნება, რომ ახლა რაღაც უნდა მოხდეს. კვარაცხელიამ ბევრჯერ გააგორა ბურთი და სწორედ მან შეუქმნა მარიო რუის ის ეპიზოდი, როდესაც პორტუგალიელმა ბურთი ჩააწოდა და მასპინძლებმა ის თავიანთ კარში შეაგდეს. ჯამში კვარაცხელიას თამაშს ბრწყინვალეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ კრიტიკასაც არ იმსახურებს. შეხვედრის მიწურულს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადავიდა.

calcionapoli24 — 6 

მამამ შვილს მის საპატივცემულოდ ხვიჩა დაარქვა, მან კი ახალშობილისთვის გოლის მიძღვნა ვერ მოახერხა. რატომ? იმიტომ, რომ რასპადორიმ პასი დაუგვიანა. ერთ ეპიზოდში ლოსანოს არსაიდან შეუქმნა მომენტი. კიდევ ერთი პასით ანგისამ ვერ ისარგებლა. ბოლოს, თამამად გადავიდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

tuttonapoli — 6.5 

მრავალი ეპიზოდის დამაგვირგვინებელი იყო, განსაკუთრებით შეტევაში. კარგად არის შეთამაშებული მარიო რუისთან. ბრძოლა წამით არ შეუწყვეტია და სპალეტიმ ის მოედანზე ბოლომდე დატოვა, რადგან სიმეონეს ტრავმის გამო იძულებული გახდა ცენტრალურ თავდამსხმელად გადაეყვანა.

რაც შეეხება საერთაშორისო საიტებს, whoscored.com -მა კვარაცხელიას 7,2 დაუწერა, ხოლო flashscore.com -მა — 7,7.