წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების მორიგ ტურში თბილისის „დინამო“ შინ, „ოლიმპიკის“ აუზში სპლიტის „იადრანს“ დაუპირისპირდა.
„დინამო“ პირველ წრეში „იადრანთან“ სტუმრად 7:21 დამარცხდა, თუმც საქართველოს ჩემპიონები ვერც 5 აპრილს გაუმკლავდნენ ხორვატებს. დეაინ სტანოიევიჩის გუნდმა, ამჯერად შვიდი ბურთი გაიტანა და 12 მიიღო.
მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ხორვატებმა 4:2 მოიგეს. „იადრანის“ წყალბურთელებმა მეორე პერიოდი კიდევ უფრო აქტიურად ჩაატარეს და 4:1 მოიგეს. შედეგად, ხორვატები დიდი შესვენებაზე 5 ბურთით იგებდნენ. შესვენების შემდეგ დინამოელებმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლეს.
ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტური 25-26 აპრილს გაიმართება. „დინამო“ საბერძნეთის „ვულიაგმენს“ უმასპიძლებს. სატურნირო ცხრილი: „ბარსელონეტა“ – 30 ქულა; „პრო რეკო“ – 27; „ოლიმპიაკოსი“ – 25; „ვულიაგმენი“ – 14; „იადრანი“ – 14; „რადნიჩკი“ – 9; „დინამო“ – 6; „ვასპო – 3.