Sandro Mamukelashvili Player Props: Spurs vs. Sunsსანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიო“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ფინიქსს“ ეთამაშა და 21 ქულით – 94:115 დამარცხდა.

ჩვენებური NBA-ს გაუშინაურდა და სტაბილურ კალათბურთელად იქცა. სანდრომ პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

გრეგ პოპოვიჩის გუნდს რეგულარულ სეზონში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რის შემდეგაც სეზონს დაასრულებს. „სან ანტონიო“ მომდევნო მატჩში „პორტლენდს“ საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.

ამდენივე მატჩი დარჩა ჩასატარებელი გოგა ბითაძის „ორლანდოსაც“, რომელმაც „კლივლენდს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულით დამარცხდა – 113:117.

გოგამ პარკეტზე 16.09 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მიითვალა. ბითაძემ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი ააცილა. „ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას საკუთარ არენაზე ისევ „კლივლენდთან“ გამართავს.