გასულ უქმეებზე რაგბი დუღდა: ევროპულის საკლუბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო.

ჩემპიონთა თასი

აქ ქართველებს არ უთამაშიათ, არადა მთავარი ევროთასის მერვედფინალში ქართველთა ხუთმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა, სანდრო ქუნთელიას „ლა როშელმა“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ – 29:26.

No description available.ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „ალსტერს“ დამაჯერებლად აჯობა – 30:15.

აი, ნიკა აბულაძის ახალ კლუბ „ექსეტერსა“ და გელა აფრასიძის „მონპელიეს“ შეხვედრა კი სრულიად უიქ-ენდის მშვენებად იქცა. ამ გუნდებმა ჯერ ძირითადი 80 წუთი დაასრულეს ფრედ – 26:26, შემდეგ ექსტრატაიმში გაცვალეს თითო ლელო-გარდასახვა – 33:33. თანაც ინგლისელებმა ულამაზესი ლელო უკვე გაწითლებულ დროში გაიტანეს და დებულების თანახმად, როგორც უფრო მეტი ლელოს გამტანი, მეოთხედფინალშიც სწორედ „ექსეტერი“ გავიდა.

ამ სტადიაზე კი უძლიერესთა ოქტეტი ასე დაწყვილდა:

ლენსტერი (ირლანდია) – ლესტერი (ინგლისი)

ტულუზი (საფრანგეთი) – შარქსი (სამხრეთ აფრიკა)

ექსეტერი (ინგლისი) – სთორმერსი (სამხრეთ აფრიკა)

ლა როშელი (საფრანგეთი) – სარასენსი (ინგლისი)

ჩელენჯ კაპი

აი, ამ ტურნირის მერვედფინალში კი შვიდმა ჩვენებურმა ითამაშა.

ვასილ ლობჟანიძის „ბრივმა“ უელსში „სკარლეტსთან“ 7:19 წააგო და ბორჯალოსანმა 9 ნომერმა პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა.

„ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ 36:21 გაუმასპინძლდა და ბექა გიგაშვილმა ამ გამარჯვებაში 32-წუთიანი წვლილი დაიდო.

„რასინგ-92“ იოჰანესბურში მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ საკულტო სტადიონ „ელის პარკს“ ეწვია და მწარედაც დამარცხდა. ადგილობრივმა „ლაიონსმა“ თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლულმა ჩაატარა, მაგრამ 51:28 კი მოიგო. გურამ გოგიჩაშვილმა პარიზელებს შორის ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

ბექა საღინაძემ ​საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო  გაიტანა | imedinewsდაბოლოს, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩზეც გიამბობთ. საფრანგეთის დედაქალაქსი „სტად ფრანსემ“ ჩელენჯ კაპის მოქმედ მფლობელ „ლიონს“ უმასპინძლა და 24:41 წააგო კიდეც. დედაქალაქელთა რიგებში ვასილ კაკოვინმა საწყისი 50 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი მელიქიძემ – დასკვნითი 37. სტუმართა შემადგენლობაში ბორჯღალოსნები ანალოგიურად გადანაწილდნენ. დავით ნინიაშვილი სასტარტოში იყო და 50-ზე შეიცვალა, ხოლო ბექა საღინაძე თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.

დათუნა როგორც ყოველთვის ბრწყინავდა, თუმცა მცირე ტრავმა მიიღო და მვრთნელებმა ზედმეტ რისკს თავი აარიდეს – ქართველი ვინგერი დაასვენეს.

კიდევ ერთი ქართული კლუბი – დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი ძმანაშვილის „კლერმონი“ ინგლისში „ბრისტოლს“ ესტუმრა და 33:26 იმარჯვა, თუმცა ჩვენებურების დაუხმარებლად.

შედეგად, მეოთხედფინალში ასეთი გადანაწილება მივიღეთ:

სკარლეტსი (უელსი) – კლერმონი (საფრანგეთი)

ტულონი (საფრანგეთი) – ლიონი (საფრანგეთი)

ბენეტონი (იტალია) – კარდიფი (უელსი)

გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) – ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა)

ორივე ევროთასის მეოთხედფინალი 7-9 აპრილს გაიმართება.