გრემ პოტერის გუნდში მუშაობის დროს, „ჩელსის“ ფეხბურთელების რაოდენობის პრობლემა გაუჩნდა.
როდესაც „ჩელსიში“ ტრავმების პრობლემა მოგვარდა, მოთამაშეთა რაოდენობა ზოგჯერ 33-40-საც აღწევდა. ამისდაკვალად, ლონდონელებს გასახდელის ხელახალი აღჭურვა მოუწიათ, რათა ადგილების რაოდენობა გაეზარდათ. ამ მომენტამდე, ზოგიერთი ფეხბურთელი იძულებული გახდა დერეფანში გამოეცვალა ტანისამოსი და გუნდის კრების დროს იატაკზე დამჯდარიყო.
„ჩელსიმ“ 2 აპრილს გამოაცხადა პოტერის გუნდის მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. 29 მატჩის შემდეგ ლონდონელები პრემიერლიგაში 39 ქულით მე-11 ადგილზე არიან. „ჩელსის“ მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად „ბაიერნიდან“ ახლახან დათხოვნილი იულიან ნაგელსმანი ითვლება.