„მილანმა” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 4:0. თანაგუნდელთაგან ორი გოლით თავი 23 წლის პორტუგალიელმა მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა. მე-17 წუთზე მან ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ზე თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე გოლი შეაგდო.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. მილანის გარედან უამრავი ხმა მოგვდიოდა, მაგრამ გამორჩეულად კარგად ვითამაშეთ. აი, ეს არის ნამდვილი „მილანი”!

კვარა? ნეაპოლში მისი ფანები არიან. მე ის ძალიან მომწონს. ის შესანიშნავად თამაშობს. თამაშის სტილით მგავს და დიდებულ სეზონს ატარებს”, — თქვა მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა.

Rafael Leao of AC Milan and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli swap their shirt during the Serie A match between SSC Napoli and AC Milan at Stadio...