ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ კილიან მბაპეს, ნეიმარისა და ლიონელ მესის გაერთიანება გუნდს აზიანებს.
ფორვარდების ერთობლივი თამაში გუნდში დისბალანსს იწვევს. პსჟ-ს მბაპეს შენარჩუნება სურს, ნეიმარს კი პარიზული სუპერკლუბის დატოვება არ უნდა. ამიტომ მესისთან განშორებას ამ სიტუაციაში ლოგიკურ გამოსავალს უწოდებენ, არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში უკმაყოფილოა.
მბაპეს და ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენთან“ გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებთ. მესის ხელშეკრულებას კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ლეოს ამერიკულ MLS-ში ან საუდის არაბეთში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
ესპანური „მარკა“ კი წერს, რომ ლეომ პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
35 წლის არგენტინელი კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გაახანგრძლივებს, მომდევნო სეზონის ბოლოს კი MLS-ში გადავა, სადაც „ინტერ მაიამისთან“ გააფორმებს კონტრაქტს.
მესი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში გადასვლა მას საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.





