Khvicha Kvaratskhelia of Georgia and Martin Odegaard of Norway in action during the UEFA EURO 2024 qualifying round group A match between Georgia and...იტალიური, უფრო ზუსტად კი ნეაპოლური მედიისთვის საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა შეხვედრა (1:1) იმით იყო საინტერესო, რომ მასში „ნაპოლის” ორი ფეხბურთელი მონაწილეობდა — ხვიჩა კვარაცხელია და ლეო ოსტიგორი. პორტალმა ilnapolista მატჩი ასე აღიქვა:

„საქართველო-ნორვეგია ევრო 2024-ის შესარჩევი შეჯიბრებისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ ის აგრეთვე გახლდათ „ლურჯი დერბი” ოსტიგორსა და კვარაცხელიას შორის. ფრე შედარებით ძიმე შედეგი გამოდგა ნორვეგიისთვის, რომელმაც საქართველოზე გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შექმნა.

სკანდინავიელები სორლოთის გოლით მალევე დაწინაურდნენ. „რეალ სოსიედადის” თავდამსხმელმა დიაგონალური დაბალი დარტყმით აჯობა მამარდაშვილს. საქართველოს ნაკრების მეკარემ, რომელიც კვარას დიდი მეგობარია, უნაკლოდ ვერ ითამაშა. რამდენიმე ეპიზოდში ის საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო.

„ნაპოლის” ტოპ-ფორვარდი პირველ ტაიმში ხშირად ჩრდილში ექცეოდა. თანაგუნდელები მის თამაშში ჩართვას ვერ ახერხებდნენ და ის ყველა ღონეს ხმარობდა, რომ თავისი ადგილი ეპოვა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს მან მოახერხა მარჯვენა ფეხით დარტყმა და ბურთი ოდნავ გადაცდა ხარიხას.

მეორე ტაიმი უფრო დაბალანსებული გამოდგა. ნორვეგია რეგულარულად ქმნიდა ხიფათს. მან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, როდესაც მისი ფეხბურთელები მასპინძელთა საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩნენ. საქართველო ინდომებდა და დაჟინებით თამაშობდა. მე-60 წუთზე ნორვეგიის დაცვაში დიდი ბზარი გაჩნდა და მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა.

ანგარიშის გათანაბრების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა. ბურთს ნორვეგია ფლობდა და ცდილობდა გოლი გაეტანა, საქართველო კი კონტრშეტევაზე თამაშობდა. განსაკუთრებით სახიფათო იყო კვარა, რომელმაც თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კინაღამ გაიტანა. „აძურას” არ გაუმართლა.

დამატებული 9 წუთის შემდეგ შეხვედრა დასრულდა 1:1. გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს, რაც A ჯგუფში, სადაც ამ ორს გარდა არიან ესპანეთი, შოტლანდია და კვიპროსია, ბევრს არაფერს ნიშნავს.