ნეაპოლში სიგიჟე იწყება. უფრო სწორედ დაიწყო და ეს ყველაფერში იგრძნობა. საქმე იქამდეა მისული, რომ მოსახლეობა ჩვეულებრივ ლატარეაში, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს, ფეხბურთელების ნომრებს წერს (თუ ხაზავს).

ყველაზე პოპულარული რიცხვები რომლებია? ამას რა დიდი მიხვედრა უნდა: 9 და 77 — ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ნომრები. თუმცა, მათ არც „ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს 22 ნომერი ჩამორჩება. შემდეგ მოდის მარიო რუის 6.

უმრავლესობა, რასაკვირველია მთავარი ვარსკვლავების ნომრებს ენდობა, მაგრამ გვხვდება ჟუან ჟესუსის 5 და ოლივიერას 17.

People walk past a mural depicting late Argentinian football legend Diego Maradona, current Napoli's Georgian forward Khvicha Kvaratskhelia, and...