„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, შემდეგ კი „რეინჯერსისა“ და „ასტონ ვილას“ მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა.
„ბელინგემი უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მე. ამას მხოლოდ თავმდაბლობისთვის არ ვამბობ, ეს მართლაც ასეა. ვფიქრობ, ის უკეთესად გამოჩნდა, ვიდრე მე 19 წლის ასაკში.
არასწორად არ გამიგოთ, თავის დროზე მივედი სადაც მინდოდა. ჯუდი, რა თქმა უნდა, ითამაშებს იქ, სადაც მას სურს, თუ ის გააგრძელებს მუშაობას“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს TalkSPORT.
19 წლის ბელინგემი „ბირმინგემის„ აღზრდილია. მან გუნდი 2020 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ „დორტმუნდშია“. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.





