დღე: მარტი 26, 2023

Home 2023 მარტი 26 (კვირა)
გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
ჩანაწერი

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა

თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...

3:0 და 3:0
ჩანაწერი

3:0 და 3:0

ევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით. ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა. ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა...

ნაპოლის 75 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნა შეუძლია
ჩანაწერი

ნაპოლის 75 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნა შეუძლია

„ნაპოლი” სკუდეტოს მოსაგებად ემზადება. იტალიური პორტალი napolipiu კი წერს, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს იტალიურ ფეხბურთში 75 წლის წინ დამყარებული რეკორდის მოხსნა შეუძლია. საქმე ეხება ჩემპიონის ტიტულის ხუთზე მეტი ტურით ადრე მოპოვებას. აქამდე შეჯიბრების დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონები გამხდარან: დიდი „ტორინო” (1947-48), „ფიორენტინა” (1955-56), „ინტერი” (2006-07) და „იუვენტისი” (2018-19). „ნაპოლის” სადღეისოდ მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოზე”...

როგორ წააგო ბათუმში მომავალმა ნორვეგიამ?
ჩანაწერი

როგორ წააგო ბათუმში მომავალმა ნორვეგიამ?

ნორვეგიამ ბათუმში ჩამოსვლის წინ მალაგაში ესპანეთთან 0:3 წააგო. კარგია ეს თუ ცუდი? ამ კითხვაზე ალბათ სხვადასხვანაირი პასუხი არსებობს და სიმართლის მარცვალი ყველა მათგანშია. ერთი მხრივ, გუნდმა რომელსაც კონკურენტს ვუწოდებთ წააგო და თან სამი გოლი გაუშვა, მეორე მხრივ კი ის საქართველოს ნაკრებს გაათმაგებული ძალით შეებრძოლება, რადგან ზედიზედ ორი წაგება „ვიკინგებისთვის” ნოკდაუნის ტოლფასი იქნება. ესპანეთმა კი ევროპის...