No description available.25 მარტს, ბათუმში, საქართველო ამხანაგურ მატჩს გამართავს მონღლეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მონღლეთთან საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია უკაპიტნებს.

„უახლოეს ორ მატჩში, მესამე მეკარის (ლუკა გუგეშაშვილი) გარდა, სათამაშო დრო ყველა ფეხბურთელს მიეცემა. ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ რამდენს ითამაშებს. რაც შეეხება გუგეშაშვილს, მას შემდეგ რაც ის პირველად გამოვიძახეთ ნაკრებში საკმაოდ აქვს მომატებული და ერთ დღეს მზად იქნება, ნაკრების კარის დასაცავად, მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება – მონღოლეთთან კარში ლორია იდგება, ის იქნება გუნდის კაპიტანიც, გურამ კაშია კი დაისვენებს.

როგორც აღვნიშნე, ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი და მათ შორის იქნება გაბრიელ საგუაც. ის ძალიან ახალგაზრდაა და დიდი მომავალი აქვს. დებიუტანტია და რა გასაკვირია, რომ თავიდან მორიდებულად იყო გუნდში. შეკრებაზე პირველადაა და თანაგუნდელების ტაბიძის და მექვაბიშვილის გარდა, გუნდელებს კარგად არ იცნობდა. ავუხსენი, უახლოეს მომავალში რა კომპონენტების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს.

ხვიჩა კვარაცხელია? რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის დიდი ძალაა, მაგრამ თამაშს ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს, გუნდში სხვა ფეხბურთელებიც გვყავს.

ბათუმში თამაში სასიამოვნოა, აქ შვედეთთან მატჩის დროს შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რაც თამაშის მოგებაში დაგვეხმარა. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება. გულშემატკივრის მოლოდინი ბუნებრივად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ქომაგი ყოველთვის გვაძლიერებს, და მჯერა, რომ ხვალაც დიდ მოტივაციას მოგვცემენ სასურველი შედეგის მისაღწევად.