Maradona, shock flag of the English fans: Naples is furious, it's a stormიტალიის ნაკრებმა ნეაპოლში ინგლისის ეროვნულ გუნდთან 1:2 წააგო. „დიეგო მაარადონაზე” გამართულ შეხვედრას ორი ათასი ინგლისელი გულშემატკივარი დაესწრო. სტადიონზე წასვლამდე ისინი ზღვის პირას შეიკრიბნენ. ვითარებას მზიანი დარი ალამაზებდა. რასაკვირველია, ადგილობრივი სამართალდამცველები დაძაბულობას არ გამორიცხავდნენ და შესაძლო გართულებისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ერთი-ორ ლოკალურ ინციდენტს თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რამაც ნეაპოლელთა აღშფოთება გამოიწვია ინგლისელების ბანერი გახლდათ, რომელზეც მასპინძლების გასაღიზიანებლად ეწერა: Diego is in box ანუ დიეგო კუბოშიაო.

რასაკვირველია, ამ პლაკატის შემოქმედებმა, რომელთაც თავიანთი ნახელავის ფოტო სოციალურ ქსელში დაპოსტეს და მღელვარებაც ძირითადად ვირტუალურ სივრცეში გამოიწვიეს კარგად იცოდნენ, რომ ნეაპოლში მარადონა ღვთაებას უტოლდება და მიზნად ადგილობრივების გაბრაზება ჰქონდათ დასახული. ეს ამბავი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვისაც დროულად გახდა ცნობილი. ლონდონიდან განცხადება გავრცელდა: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ იმ ადამიანების საქციელს, ვინც ნეაპოლში შეურაცხმყოფელი პლაკატით ჩავიდა. დაუყოვნებლივ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა მათ მატჩზე დასასწრები ბილეთები სტადიონზე შესვლამდე გავუუქმოთ. ინგლისში დაბრუნების შემდეგ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით”.