Antetokounmpo's big night helps Bucks trounce Spurs 130-94 - KSTP.com 5  Eyewitness Newsსანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, ოღონდ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ქართველი ფორვარდის უშუალო მეტოქე მოედანზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ადეტოკუნბო გახლდათ.

„სან ანტონიოსთვის“, უფრო ზუსტად, გუნდის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის ამ მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, „სან ანტონიო“ კი ბოლო ადგილზეა და წარსული დიდების დაბრუნების ცდილობს.

მატჩი ცალფარა გამოდგა და „მილუოკიმ“ დამაჯერებლად 130:94 გაიმარჯვა. სანდრო ამჯერად სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ სათამაშო დრო, სოლიდურად მიიღო –27.45 წუთი.

ახალ გუნდში პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. სანდრომ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

„სან ანტონიო“ ფლეი ოფში ვეღარ ითმაშებს და სეზონში დარჩენილ 9 მატჩს საკუთარი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს, რაც მამუკელაშვილისთვის ესოდენ საჭიროა და ვინძლო, არც ორმაგმა დუბლმა დაიგვიანოს. მომდევნო მატჩს „სან ანტონიო“ 24 მარტს, სტუმრად, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს.