Andre Zambo Anguissa of SSC Napoli back tattoo during the Serie A match between Torino FC and SSC Napoli at Stadio Olimpico di Torino on March 19,...ეს ბოლო წლების სიახლეა, რომელმაც იტალიელი გულშემატკივარი თავიდან გააკვირვა, აღაშფოთა კიდეც; კლუბების სამედიცინო პერსონალი საგონებელში ჩააგდო, თუმცა ნელ-ნელა ყველა შეეგუა. რამადანი დაიწყო: მართლმორწმუნე მუსლიმების მარხვა, რომლის დაცვაც მათთვის ხუთი სავალდებულო მცნებიდან ერთ-ერთია.

რამადანის ფაქტორი სერია A-ში ყოველწლიურად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 29 დღის განმავლობაში მუსლიმი ფეხბურთელები რიჟრაჟიდან დაბინდებამდე არაფერს შეჭამენ და დალევენ. სარწმუნოება გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მასში ფეხბურთი არ შედის.

რამადანი სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროსაა. ამის შესახებ „აძურის” გასახდელში კარგად მოეხსენებათ. წინა წლებში მას იცავდნენ სენეგალელი კალიდუ კულიბალი და ალჟირელი ფაუზი გულამი, წლეულს კი ფრანკ ანდრე ზამბო ანგისა, ელიფ ელმასი და ქარიმ ზედადკა დაიცავენ. ზედადკა ალჟირელია, ზამბო ანგისა კამერუნელი, სადაც მოსახლეობის 20 პროცენტი მუსლიმია, ელმასი კი ჩრდილოეთ მაკედონიაში დაბადებულ-გაზრდილი თურქი.

როგორც მოსალოდნელი იყო, რამადანმა კლუბების, მათ შორის „ნაპოლის” ექიმებს თავსატეხი გაუჩინა. დგება აპრილი, სეზონის უმნიშვნელოვანესი პერიოდი და ასეთ დროს მოთამაშეების ფიზიკური ფორმა საგენგებოდ მნიშვნელოვანია. ექიმები და დიეტოლოგები მუსლიმ ფეხბურთლებს დამატებით სამედიცინო შემოწმებას უტარებენ და ღამით კვებისთვის სპეციალურ რაციონს ურჩევენ.