საქართველოს ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.
შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა ისევ „დინამოს“დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, თუმც ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა.
მოგეხსენებათ, მონღოლებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი „თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ. დანარჩენი კი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე და ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ. საამაყოა იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი“.