თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში 8 მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი აარიდა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა შინ სერბული „რადნიჩკი“ მიიღო და 13:8 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 4:0 მოიგეს. შემდეგი მეოთხედები თანაბრად წარიმართა – მეორე და მესამე ფრედ დასრულდა, ბოლოს „დინამომ“ უპირატესობას ერთი გოლიც დაამატა და დამსახურებულადაც მოიგო.
დინამოელთაგან 4 ბურთი სტეფან პიეშივაცმა გაიტანა, 3 ბურთი საბა ტყეშელაშვილის ანგარიშზეა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და იოვან სარიჩი 2-2 შეაგდეს, ბესო ახვლედიანმა და გიორგი მაგრაქველიძემ – 1-1.
„დინამოს“ 6 ქულა აქვს, კიდევ ერთი მოგებით კი, „რადნიჩკისაც“ გადაასწრებს. მომდევნო მეტოქე კი „იადრანია“, რომელიც 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.