ორი დღის წინ საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა. თუმცა კახური კლუბი მწვრთნელის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა – კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, „თელავს” სომეხი ვარდან მინასიანი გაწვრთნის.
49 წლის მინასიანს სხვადასხვა დროს სომხურ და ყაზახურ კლუბებში უმუშავია და არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. მის სამწვრთნელო კარიერაში გამორჩეული ადგილი უჭირავს სოხეთის ეროვნულ ნაკრებში მუშობის პერიოდს, როდესაც ვარდან მინასიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დანიას სტუმრად მოუგო 4:0, იტალიასთან ასევე სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, სტუმრად მოუგო ჩეხეთს 2:1, შინ 2:1 დაამარცხა ბულგარეთი და მთლიანობაში, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სულ ცოტა დააკლდა მუნდიალის შესარჩევ პლეი ოფში გასასვლელად.
სამწვრთნელო კარიერა
2003/2004 სომხეთი (U-19)
2004/2005 პიუნიკი (სომხეთი)
2007/2008 სომხეთი (ეროვნული)
2008/2011 პიუნიკი (სომხეთი)
2009/2013 სომხეთი (ეროვნული)
2012/2013 პიუნიკი (სომხეთი)
2014/2015 ტობოლი (ყაზახეთი)
2017/2018 სომხეთი (ეროვნული)
2018/2020 არარატ-არმენია (სომხეთი)
2021 თარაზი (ყაზახეთი)
სამწვრთნელო ტიტულები
სომხეთის ჩემპიონი (5) – 2008, 2009, 2010, 2018/2019, 2019/2020
სომხეთის თასი (2) – 2009, 2010
სომხეთის სუპერთასი (3) – 2010/2011, 2011/2012, 2019/2020
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვარდან მინასიანს თანაშემწეებად ორი თანამემამულე ჩამოჰყვა – არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს.