ეროვნულ ლიგაში წლეულს პირველი სამწვრთნელი ცვლილება მოხდა – ხუთი ტურის შემდეგ „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მწვრთნელ გია ცეცაძეს დაემშვიდობა.
„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელ გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ვინ შეცვლის ცეცაძეს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ითქვა, რომ ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.
მიმდინარე სეზონში „თელავი“ 5 ქულით მე-7 პოზიციაზეა.