No description available.საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა თბილისის ზღავაზე მდებარე „ზესტაფინის“ მოედანი დატოვა და დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.

მწვრთნელის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, მამუკა კობახიძე, საბა კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი აბურჯანია, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.

მოთამაშეები, რომლებსაც საკლუბო მატჩები კვირას ჰქონდათ, ეროვნულ გუნდს 21 მარტს შეუერთდებიან.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ნაკრები 24 მარტს გაემგზავრება.