Vıctor Osımhen Haberleri- Son Dakika ve Güncel vıctor osımhen Gelişmeleri |  NTVSpor.netსერია A-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელმაც სტუმრად „ტორინოს“ 4:0 მოუგო. ხვიჩამ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა – გაიტანა მის მიერვე მოპოვებული პენალტი, დიდი როლი ითამაშა ოსიმენის მეორე გოლში (ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ოლივერას, ვის პასსაც ოსიმენის გოლი მოჰყვა), ბოლოს კი კვარამ ტანგი ნდომბელესაც გაატანინა.

ხვიჩას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით ის პირველი ფეხბურთელი გახდა ბრაზილიელი დიეგოს („ვერდერი“, 2006-2007, 13 გოლი, 13 საგოლე პასი) შემდეგ, ვინც TOP 5 ჩემპიონატში, პირველივე სეზონში, მინიმუმ 10 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

პოპულარული ანალიტიკური ვებ გვერდების შეფასებით კვარაცხელია მეორეა ოსიმენის შემდეგ. Sofascore.com-მა ქართველ შემტევს 8,3 (ოსიმენს – 8,8) დაუწერა, ხოლო Whoscored.com-მა – 8,5 (ოსიმენს – 9,4).