„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა ერლინგ ჰოლანდი „ლაიფციგთან“  ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მეორე ტაიმში.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პენტა-თრიკი შეასრულა, რის შემდეგაც შეცვალეს. ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესის და ლუის ადრიანოს შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. მოედანზე რომ დარჩენილიყო, ერლინგს ამ რეკორდის მოხსნის კარგი შანსი ექნებოდა.

„ამ ნიშნულისთვის 22 წლის ასაკში რომ მიეღწია, მთელი ცხოვრება მოწყენილი იქნებოდა. ახლა სამომავლო მიზანი აქვს. ამიტომაც შევცვალე. მაგრამ, არ ვიცოდი, რეკორდი მესის თუ ეკუთვნოდა – მატჩის შემდეგ მითხრეს,” – ციტირებს ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს BT Sport.

„მანჩესტერ სიტიმ“  „ლაიფციგი“ ორი მატჩის ჯამში 8:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

I wanted a double hat-trick' - Haaland jokes he was tired of celebrating vs  Leipzig | ManchesterWorld