ესპანურ საკალათბურთო LIGA LEB PLATA-ში „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს, 22-ე ტურის მატჩი ჩაატარა „გრან კანარიას“ წინააღმდეგ და 67:82 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი ბევრს ეცადა, თამაში გადაერჩინა და თავის გუნდს მოგებაში დახმარებოდა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს – ისიანმა 32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა (2 ორქულიანი, 4 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 9 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ისიანს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
„მოლე“ LIGA LEB PLATA-ს აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო ადგილზეა, ისიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 მარტს სტუმრად „ორტა გოდელას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.