„ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1988-89 წლების სკუდეტოსა და უეფას თასის სამგზის მფლობელმა ჯუზეპე ბერგომიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში „სკაი კალჩო კლუბ” ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ილაპარაკა. ხსენებული გოლი „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა „ატალანტას” გაუტანა.
ბერგომიმ თქვა: „გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას” კარში შეაგდო, ერთ-ერთი ულამაზესი იყო მათ შორის, რაც ბოლო წლებში მინახავს. მოედანზე რომ ვყოფილიყავი და მისი შეჩერება მეცადა, მეც დავეცემოდი. კვარა წამს გპარავს. მის ცრუმოძრაობას ყველა წამოეგებოდა. მან შესანიშნავად ითამაშა.
თუ მაინდამაინც მცველებს შორის მთხოვთ დამნაშავის პოვნას, ჩემი ძველი მწვრთნელების ნათქვამს გავიხსენებ. ისინი გვიმეორებდნენ, რომ მცველმა თავდამსხმელს ნომერი არასდროს უნდა აჩვენოს. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან სწრაფი დრიბლიორია. თქვენ მეკითხებით ჰგავს თუ არა ის კაკას? თუ შედარება ასე აუცილებელია, მე მას ფენომენალურ ბრაზილიელ რონალდოს შევადარებდი. ასეთ რაღაცებს რონალდო აკეთებდა”.