გთავაზობთ „ილ ნაპოლისტას” შეფასებებსა და დახასიათებებს, რომელიც გამოცემამ „ნაპოლის” მიერ „ატალანტას” 2:0 დამარცხების შემდეგ დაწერა.
გოლინი – 7 ახალგაზრდა მერეტი დაშავდა და დადგა გოლინის დებიუტის დღე. დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში მას საქმე არ ჰქონია, მერე კი თითქოს აქ არაფერიო, სამჯერ შესანიშნავად იხსნა კარი გოლისგან.
დი ლორენცო – 6.5 ამ დღეს ის ექსპერიმენტს ატარებდა — ვიქტორ ოსიმენს გრძელ პასებს აწვდიდა. მეტოქეთა მიერ აღმართული რამდენიმე კედლისთვის ბურთის თავზე გადაგდება სიახლეა, სხვა მხრივ კი დი ლორენცო ჩვეულებრივ უტევდა და იცავდა თავს, ორთაბრძოლებს არ გაურბოდა და საკუთარ სხეულს მსხვერპლად სწირავდა.
რაჰმანი – 8 მეომარი ბერივით შემართებული იყო. და რასაკვირველია უნდა აღინიშნოს მისი გოლი, რომელმაც ბერგამოელთა მეკარე მუსო ხახამშრალი დატოვა.
კიმი 8.5 სადაც კიმია იქ არის უსაფრთხოება, თავის დაცვა გამარჯვებამდე — ყველა ხიფათისგან, გინდა ჰაერიდან მოდიოდეს და გინდა მიწიდან. „კიმი ფილტვი” ორი კაცის საქმეს აკეთებს, შეიძლება სამისაც.
ჟუან ჟესუსი – 76-ე წუთიდან ითამაშა და შეფასების გარეშეა.
ილივერა – 6 გონივრულობის სიმბოლოა. თანაგუნდელებთან ერთად ცისფერთა დამთრგუნველ პრესინგს უზრუნველყოფდა, შემდეგ კი აზღვევდა, აზღვევდა, აზღვევდა.
ანგისა – 7 ერთი შეხედვით ზამბო სულ ფლეგმატურია, მაგრამ ამან მას არ შეუშალა ხელი მოეპოვებინა ბურთი, რის მერეც კვარამ დიდი გოლი გაიტანა.
ლობოტკა – 7 ამ შეხვედრაში ის ვერავინ მოაქცია მარწუხებში და „რობოტკაც” დაბრუნდა — მოედნის შუაში იბატონა. როდესაც საჭირო იყო შემტევ სამკაპას უერთდებოდა, ხოლო როდესაც საჭირო იყო დაცვაში მუშაობდა. როგორც ყოველთვის შეუცვლელი გახლდათ.
ჟელინსკი – 6 პასებში ხან გულუხვი იყო, ხან არა. თანაგუნდელების მხარდაჭერის დროს ჩვეულ შეცდომებს უშვებდა.
ნდომბელე – 6 მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და დაცვაში შეუვალი იყო.
პოლიტანო – 6.5 საჯარიმოს შუაში მდგომს, ადვილი პოზიციიდან გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა. ნა-პოლიტანომ თავი ყველაზე კარგად გარღვევებით გამოამჟღავნა, მაგალითად გავიხსენოთ 29-ე წუთი, როდესაც ის სკალვინიმ მოცელა. ჯამში საკმაოდ ნორმალურად ითამაშა.
ელმასი – 6 მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. გადარეულივით დარბოდა.
ოსიმენი – 7 ორი თავური, ერთი მაკრატელა და საგოლე პასი კვარას. „ნაპოლი” მოთმინებით აღსავსე, დაუნდობელი გუნდია, რომელიც თავისი ინტენსიური ფეხბურთით შანსს არავის უტოვებს და წინ ორი ვარსკვლავი ჰყავს. ვიქტორი ამ ფეხბურთისგან ვიქტორიებს (ანუ გამარჯვებებს) ჭედავს.
სიმეონე – 84-ე წუთიდან ითამაშა და შეფასების გარეშეა.
კვარაცხელია – 10 ბოლოს რაზე გავჩერდით? ჰო, უნებლიე საგოლე პასზე, რომელიც ერთი კვირის წინ, „ლაციოსთან” შეხვედრაში ვეკინოს მიაწოდა. და აი, ქართველი უცხოპლანეტელი შედის „ატალანტას” საჯარიმოში, ყველას, ვინც მის წინ დგას, ათრობს და გააქვს არაამქვეყნიური გოლი. „შავ-ლურჯების” დაცვა ალბათ თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ „იბუპროფენს” (ტკივილგამაყუჩებელია) სვამს. კვარა სხვა თვალშისაცემ რაღაცებსაც აკეთებს, მაგრამ მოდი აქ გავჩერდეთ და მაქსიმალური ქულა დავწეროთ, თორემ შეფასებათა რიგითი მოყვარული, ჩვენს სტატიებს აღარ წაიკითხავს. და კიდევ, ხალხის ხმას იმიტომაც ვეთანხმებით, რომ რიცხვი 10 ვიღაცის ნომერს გვაგონებს.
ზერბინი – 84-ე წუთიდან ითამაშა და შეფასების გარეშეა.