შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებახვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში „ატალანტასთან“ მატჩისთვის ემზადება. ლუჩანო სპალეტიმ პრესონფერენცია გამართა და მომავალი თამაშის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე საგანგებოდ ისაუბრა.

სპალეტის ერთ-ერთი კითხვა კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ პოსტზეც დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი საქართველოში ბოლო დღეების ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა – „საქართველოს მომავალი ევროპაშია“!

სპალეტიმ ხვიჩა საჯაროდ შეაქო.

„წავიკითხე მისი პოსტი. ადამიანი, როცა თვლის, რომ უსამართლობას აწყდება, ყოველთვის ასე უნდა გააკეთოს. ის, რაც მან დაწერა, არის სურვილი ვირტუალურად გამოვიდეს ქუჩაში და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. მიმაჩნია, რომ ეს მის მიერ გატანილ გოლებზე არანაკლებ დასაფასებელია. ის დიდი მოთამაშე და ამასთან ერთად, უფრო დიდი ადამიანია“, – განაცხადა სპალეტიმ.