საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაში უკვე ორი მატჩი გამართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით დაასრულა.

პირველ თამაში ჩვენებმა 12:13 მასპინძელ ჩერნოგორიასთან წააგეს, ხოლო შემდეგ ამავე ანგარიშით ავსტრალიას სძლიეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მატჩი ჩერნოგორიასთან, სადაც მასპინძლები უდავო ფავორიტად მიიჩნეოდნენ. თუმცა, საქართველომ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი ხანი ლიდერობდა კიდეც. ჩვენებმა მესამე მეოთხედი ჩააგდეს, რაც ბოლოსკენ გამოასწორეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე გოლი გაუშვეს და სენსაცია არ შედგა.

No description available.

ავსტრალიასთან პირიქით მოხდა: ჩვენებმა თავიდან ცუდად დაიწყეს, 1:4 ჩამორჩნენ, მაგრამ ჩვენი გუნდი ანგარიშის შემცირებას შეუდგა, რამაც შედეგი მესამე მეოთხედის მიწურულს მოიტანა და წუთით ადრე უკვე წინ იყავნენ. დარჩენილ დროში ერთიც გაიტანეს და ბოლო მონაკვეთს  ჰანდიკაპით შეხვდნენ – 10:8.

ბოლო მეოთხედში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლოს კი, მატჩი ჩვენების სასარგებლოდ დასრულდა – ნიკა შუშიაშვილმა მომგებიანი ბურთი 19 წამით ადრე შეაგდო.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი

10 მარტი: 20:30 ესპანეთი – საქართველო

13 მარტი: 20:30 საბერძნეთი – საქართველო

14 მარტი: 20:30 საქართველო – სერბეთი

წილი
წინა სტატიასაუკეთესოც, სიმბოლურიც…
შემდეგი სტატიაპოლიტანო: ნეაპოლი ბედნიერი ქალაქი უნდა იყოს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...