გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ცხადია, სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
გიორგი მიქაუტაძემ XXVI ტურში სტუმრად „ანსისთან“ „მეცის“ მოგებაში (3:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა – ქართველი ფორვარდი სამივე გოლში მონაწილეობდა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
მიქაუტაძეს 8,9 ქულა დაუწერეს, რაც მის მიერ სეზონში მიღებული საუკეთესო შეფასებაა. ამასთან, ამ შეფასებით, გიორგი 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში 22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 25 მატჩში 20 საგოლე მოქმედებაა – 14 გოლი და 6 საგოლე პასი და ამ მაჩვენებლით მიქაუტაძე ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა შორის ლიდერობს.