გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს თუ ჟოზე მოურინიუ პოსტს დატოვებს.

რომაელთა ხელმძღვანელობა ტუხელს პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელის იდეალურ ვარიანტად მოიაზრებს.

გერმანელი მწვრთნელის ბოლო სამსახური „ჩელსი“ გახლდათ, რომელთან ერთად მან 2020-2021 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია „რომა“ თუ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, მოურინიუმ, შესაძლოა, იტალიური კლუბი დატოვოსო.

ამჟამად „რომა“ სერია A-ში 25 ტურის შემდეგ, 47 ქულით მე-4 ადგილზეა.

Jose Mourinho has commented on a tactical change from Chelsea boss Thomas  Tuchel - The Chelsea Chronicle