ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა და აქედან ორი გამოიყენა.

ოქროს მედალი ირგუნა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ.), რომელმაც ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკემ მიმავალ გზაზე ლიპარტელიანმა ბრაზილიელი ლეანდრო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანი და იაპონელი კოტერო უეოკაც დაამარცხა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and შენობაში გამოსახულებაბრინჯაო მოიპოვა გელა ზაალიშვილმა (100კგ.). ჩვენებურმა ტაჯიკ ტემურ რახიმოვი ორჯერ დააგდო და მესამე ადგილი აიღო. ზაალიშვილმა მანამდე ასევე ტაჯიკი იბრაჰიმიონ ელმუროდოვი დაამარცხა, მაგრამ კუბელ ენდი გრანდასთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ასევე ყაზახ გალიმჟან კრიკბაიას მოუგო და მედლისთვის ჭიდაობის შანსი მიიღო.

ბრინჯაოსთან ახლოს იყო სოფიო სომხიშვილიც (+78კგ.). თუმცა, ჩვენებურმა ტაიპეელი ფანგ ჩანგისა და ყაზახი კამილა ბერლიკაშის დაამარცხების შემდეგ ჯერ ნახევარფინალში წააგო ჩინელ შიან ქსუსთან, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის თურქ ჰილალ ოზთურქთან ბრძოლაც დათმო.

წილი
წინა სტატიაწინ ბადახოსია!
შემდეგი სტატიახანდახან მამარდაც ცდება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...