სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ” შინ „ლაციოსთან” 0:1 წააგო. ეს მარცხი მოგებებს დაჩვეულმა ნეაპოლელებმა მწარედ განიცადეს, თუმცა გუნდის გულშემატკივართა ეგრეთწოდებულ ულტრა ჯგუფებს მომხდარზე სწორი რეაქცია ჰქონდათ:

„ცდება ის, ვინც იბრძვის. ახლა, თავი აწიეთ და განაგრძეთ”, — წერია ბანერზე, რომელიც მათ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ბაზის ახლოს გამოფინეს.

ამასობაში, „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: გჯეროდეთ! მან ამ სიტყვას გადაჯვარედინებული თითების „ემოჯიც” დაურთო. ამით ის ნეაპოლელთა ცრუმორწმუნეობას გამოეხმაურა — ამ ქალაქში ხომ ხელის მოცარვისა სწამთ და მიაჩნიათ, რომ რაგინდ მაღლა დაფრინავდე, გარანტირებული არაფერია.