რამდენჯერაც „ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში წააგო, იმდენჯერ მოედანზე არ იყო მარიო რუი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის როდესაც მარცხენა მცველობას პორტუგალიელი კი არა მატიას ოლივერა წევდა, „ნაპოლი” მარცხდებოდა — პირიქით, ბევრჯერ მოიგო — ანუ უხეში პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია: თუკი „აძური” აგებს, ესე იგი მარიო რუი არ თამაშობს. იგივე მოხდა პარასკევს „ლაციოსთან” შეხვედრაში. პორტუგალიელი დისკვალიფიცირებულია და „მარადონაზე” ჩატარებული შეხვედრა გამოტოვა.

დავაზუსტოთ: „პარტენოპეელებს” მიმდინარე სეზონში სამჯერ დაუცდათ ფეხი. პირველად ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად „ლივერპულთან”, მეორედ 4 იანვარს „სან სიროზე” „ინტერთან” და მესამედ შინ „ლაციოსთან”.

Milan-Napoli, Mario Rui in versione «nessuno si azzardi a toccare Kvara o scateno l'inferno» (VIDEO) - ilNapolista