კვირას, 16 საათზე „ავჭალის“ მწვანე გაზონზე დაიწყება საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულიგუნდების მატჩი.
ამ თამაშს ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, „რაგბი ევროპამ“ თავისი ჩემპიონატის ფორმატი შეცვალა და ამიერიდან გუნდებს ორი საპლეიოფო მატჩის გამართვა უწევთ. ბორჯთალოსნებმა თავისი წილი ჯგუფური ეტაპი მაქსიმალურად შესაძლებელი შედეგით – 15 ქულით დაასრულეს, რამაც ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება მოუტანა, თუმცა ფინალის ჩატარების ადგილი წინასწარვე დადგინდა, უფრო სწორად, ტურნირის მსვლელობისას. მე-7, მე-5, მე-3 და საჩემპიონო მატჩებს ორი კვირის შემდეგ ესპანეთის ქალაქი ბადახოსი უმასპინძლებს, რომელიც სხვათა შორის პორტუგალიის საზღვრთან მდებარეობს…
მოკლედ, ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაცია ყველანაირად ცდილობს, ქართველების ჰეგემონია დაარღვიოს და წინ ჩვენზე მეტად განვითარებული ქვეყნები გაუშვას. მაგრამ ბორჯღალოსნებს ეს არ ადარდებთ…
გერმანია-ნიდერლანდები-ესპანეთის შემდეგ ქართველთა ძალის საკუთარ თავზე გამოცდა ამჯერად რუმინეთს უწევს.
სხვათა შორის – 27-ედ. „მუხებმა“ ბოლოს 2017-ში მოუგეს ბორჯღალოსნებს, ისიც რეგლამენტის დარღვევით, თორემ 1998-დან მოყოლებული რამდენიმე წელი რუმინელთა უპირატესობა ცხადი და უპირობო იყო. მაგრამ ჩვენში რაგბი განვითარდა, რუმინეთში – პირიქით. ჩვენს ანგარიშზე 16 გამარჯვებაა, რუმინელებისაზე – 9, ერთიც ფრედ მორჩა. ჰოდა შედეგიც სახეზეა. დანარჩენს კი კვირას ვნახავთ.
ჰო, ბადახოსზე მინიშნება იმიტომ გავაკეთეთ, რომ შაბათს, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი ხვდებიან, ჰოდა ბადახოსიც ესპანეთში პორტუგალიის საზღვართან მდებარეობს.
და კიდევ, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებთა ყოველ შეხვედრაში ანთიმოზ ივერიელის თასი თამაშდება. ამაშიც „სარბიელის“ ხელი ურევია – ლევან კელაურაძის იდეა ზაალ გიგინეიშვილმა აიტაცა…
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის ნაკრებთან მატჩში:
- გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 35 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 28, 30), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 32, 15), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 44, 5), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 80, 15), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 27, 30), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 34, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 20, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 73, 73), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 40, 322), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 105, 85), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 91, 75), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 45, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 26, 120), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 19, 43).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 95, 55), 17. ნიკო;ოზ აბულაძე (შავი ლომი, 8, 0), 18. გურამ პაპიძე (პო, 7, 5), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 8, 5), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 38, 50), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 43, 27), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 5, 34), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 23, 5).