Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Gil Patric of SS Lazio compete for the ball during the Serie A match between SSC Napoli and SS Lazio at...ქართველ გულშემატკივარს ყოველი მატჩის შემდეგ აინტერესებს, რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, სხვადასხვა გამოცემების შეფასება კი ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. მიზეზი მარტივია — ყველას სუბიექტური აზრი აქვს. ამის დასტურად გვინდა მოვიტანოთ სამი სხვადასხვა მედია-საშუალების შეხედულება იმაზე, თუ როგორ ითამაშა ქართველმა „ნაპოლისა” და „ლაციოს” შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

ილ მატინო

კვარაცხელია 5 — იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ის ადამ მარუშიჩს დაუსხლტა, მაგრამ პატრიკმა წითელი ჯვრის ფუნქცია იტვირთა. კვარაცხელია ცდილობდა გაქცეოდა მეტოქეს, თუმცა შემდეგ, ბევრ ეპიზოდში უზუსტო პასი ჩააწოდა. ის თამაშიდან ამოვარდნილი იყო. ასეთი რამ ხანდახან ხდება. მის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან გამოტანილი ბურთი მატიას ვესინომ „ნაპოლის” კარში იმიტომ შეაგდო, რომ კვარაცხელიამ სუსტად და ცენტრში გამოიტანა.

calciomercato

კვარაცხელია 5.5 — „ნაპოლის” ყველა მთავარი იდეა მის ფეხებთან იყრიდა თავს. ისიც ცდილობდა მეურვის მოტყუებას და იქმნებოდა ილუზია, რომ რაიმეს შექმნა შეეძლო, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ახერხებდა. ბოლოს მატიას ვესინოს მისცა ბურთი და გამარჯვების გოლი გაატანინა.

tuttonapoli

კვარაცხელია 6 — ის მათ შორის იყო, ვინც ბოლომდე არ დანებდა. სულ ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის დაესწრო, აჩქარებულიყო, „ლაციოს” დაცვაში ბზარი ეპოვა. იმ ეპიზოდებში, როდესაც მეურვეს სჯობდა, საგოლე პასის მისაცემად ვერავის პოულობდა. იღბალმა ზურგი აქცია, როდესაც მატიას ვესინომ მაინცდამაინც მის მიერ თავურით გამოტანილი ბურთი შეაგდო „ნაპოლის” კარში.