Victor Osimhen of SSC Napoli and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli gestures during the UEFA Champions League round of 16 leg one match between...„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „კორიერე დელა სერას” ვრცელი ინტერვიუ მისცა.

„ჯერ მარტია და წინ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ისიც მართალია, რომ მე ყველაფრის მოგება მინდა. ჩვენ მიზნის მისაღწევად თავს ვწირავთ, მსხვერპლს ვიღებთ. ვფიქრობ წარმატება დავიმსახურეთ, მაგრამ ახლა ყურადღების მოდუნება არაფრით შეიძლება. სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი საქმისადმი დამოკიდებულება მუდან ერთია: შემართება და მოგებისთვის ბრძოლა”, — თქვა „აძურის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა.

წარმატების საიდუმლო? ჩვენ მუდამ მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. ყველა ერთმანეთს ვაქეზებთ და თუ რომელიმეს უჭირს, დახმარების ხელს ვუწვდით. ასეთი სოლიდარობის ახსნა იმ ხალხისთვის, ვისაც მსგავსი არაფერი არ გამოუცდია, ძნელია. ყველა ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. და როდესაც ასეთი მიდგომის გწამს, მაშინ გამარჯვებაც მოვა. პლუს, ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც გუნდის ტვინია. თქვენ გაინტერესებთ მან თუ იცის რას ვფიქრობ მე? იცით, თუკი ოდესმე მეც გავხდები მწვრთნელი, მინდა მისნაირი ვიყო.

კვარაცხელია? ჩვენ პირველი ვე წუთიდან თანამოაზრეები გავხდით. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამასთან ოქროს ბიჭიცაა. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პრემიერ ლიგა? ვფიქრობ, პრემიერლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელის ამბიციაა. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს… მაგრამ, ამწუთას, გარწმუნებთ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ეს შესანიშნავ სეზონს დამინგრევდა.  დღეს არსებობს მხოლოდ „ნაპოლი” და მორჩა. წერტილი.