ცნობილმა მომღერალმა შაკირამ, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან ჟერარ პიკესთან დაშორების შემდეგ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.
„ერთხელ გავიგე ამბავი, რომ ქალს სრულყოფილებისთვის მამაკაცი სჭირდება. ასევე ვოცნებობდი მქონოდა ოჯახი, სადაც ბავშვებს ეყოლებოდათ მამა და დედა, რომლებიც ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდნენ. მაგრამ ცხოვრებაში ყველა ოცნება არ ხდება.
ახლა ორი მშვენიერი შვილი მყავს, რომელთათვისაც ყოველდღე სიყვარულით ვივსები. მივხვდი, რომ ისტორიები იმის შესახებ, რომ ქალს მამაკაცი სჭირდება, სიცრუეა“, – ამბობს შაკირა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ემოციურად იყო დამოკიდებული მამაკაცებზე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და თავს დამოუკიდებლად გრძნობს.
„ვაღიარებ, ყოველთვის ემოციურად ვიყავი დამოკიდებული მამაკაცებზე. ახლა მგონი შევძელი სხვანაირად შემეხედა ყველაფრისთვის. დღეს თავს დამოუკიდებლად ვგრძნობ.
ვიღაცას უნდა გადაეღო ის დღე, როდესაც დიჯეი ბიზარაპთან ერთად სიმღერაზე ვმუშაობდი. სტუდიიდან სულ სხვა ადამიანი გამოვედი. სიმღერებით ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, ახლა სულ სხვა ვიქნებოდი.“ – თქვა მომღერალმა.
შაკირამ პიკესთან განშორების შესახებ 2022 წლის ივნისის დასაწყისში გამოაცხადა. აღინიშნა, რომ გაშორების მიზეზი ესპანელი ფეხბურთელის ღალატი გახდა. ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები.
პიკეს და შაკირას ორი ვაჟი ჰყავთ: მილანი და საშა. მომღერალმა მათზე მეურვეობის უფლება ფეხბურთელთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მიიღო.