ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფონტენი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 1953-1960 წლებში თამაშობდა. მას ეკუთვნის რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით. 1958 წლის მონდიალზე ფონტენმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ჯამში ეროვნულ ნაკრებში მან 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში ის „ნიცასა“ და „რეიმსში“ თამაშობდა. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ორჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი.

ფონტენი საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გახლდათ.

Just Fontaine - Player profile | Transfermarkt